მასობრივი გამოსვლები მოლდოვაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით
25 სექტემბერი, 2022

ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო მიტინგზე კვირას, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში.
მომიტინგეები ენერგორესურსებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას, ასევე მკვეთრ ინფლაციას აპროტესტებენ და პრეზიდენტ, მაია სანდუს და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს.
მომიტინგეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ უუნარობაში ქვეყანაში არსებულ კრიზისს გაუმკლავდეს და ბოლო 20 წლის მანძილზე მომხდარ რეკორდულ ინფლაციაზე საუბრობენ.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში კარვების გაშლა დაიწყეს, თუმცა, პროცესში პოლიცია ჩაერია და აქციის მონაწილეები ტერიტორიის ღობის მიღმა გაიყვანა.
საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტია "შორ"-ი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო