მატჩის დღე! კვარაცხელია ისევ "სტადიო მარადონაზე" და მშვენიერ ხასიათზე...

ამბები/ წყარო: sportall.ge
მატჩის დღე! კვარაცხელია ისევ "სტადიო მარადონაზე" და მშვენიერ ხასიათზე...
ამბებიწყარო: sportall.ge

მატჩის დღე! კვარაცხელია ისევ "სტადიო მარადონაზე" და მშვენიერ ხასიათზე...

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/04o-mrW4R.jpeg

იტალიის სერია "ა"-ში მე-4 ტური მიმდინარეობს, რომელსაც დღეს, 31 აგვისტოს (22:45 სთ), ისევ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" შეხვედრა დაასრულებს. "სტადიო მარადონას" მიმდინარე სეზონში მე-2 სტუმარი ეყოლება, ამჯერად "ლეჩე". ლუჩანო სპალეტის გუნდს, რომელიც ჩემპიონატის თანალიდერია, გასული შეხვედრა ჩაუვარდა, ფლორენციაში "ფიორენტინასთან" შეტევაში ვერაფერი გააწყო და უგოლო ფრეს (0:0) დასჯერდა. ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, ნეაპოლელთა შემტევი ტრიოდან ქართველი ფეხბურთელი ყველაზე შესამჩნევი იყო და ირვინგ ლოსანო მშვენიერი პასით მოამარაგა. ხვიჩამ მაღალ შედეგიანობას შეგვაჩვია და ამ მატჩს მის აქტივში მაინც ვერ ჩავწერთ. ბრაზილიელმა მცველმა დოდომ "კვარას" წინააღმდეგ

თავი კარგად წარმოაჩინა. 2019-20 წლების სეზონში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, ჯერ "ნაპოლიმ" ფერნანდო ლორენტეს დუბლის წყალობით დიდი ანგარიშით (1:4) მოიგო, საკუთარ არენაზე კი დაძაბულ ბრძოლაში (2:3) დამარცხდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო