მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის
ამბებიწყარო: 1tv.ge

მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის

4 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/LuiVySG4R.jpeg

საომარი რეპარაციების გადახდის თაობაზე პოლონეთი გერმანიას დიპლომატიურ ნოტას გაუგზავნის. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დიპლომატიურ ნოტას გავუგზავნით გერმანიას და მოლაპარაკების პროცესისკენ მოვუწოდებთ. ამის მიღწევას ყველა შესაძლო ფორუმზე და ყველა შესაძლო გზით ვეცდებით“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებსა და წლებში პოლონეთი აპირებს აქტიურად გააშუქოს ახლახანს წარმოდგენილი ანგარიში პოლონეთის მიერ ომში მიღებული დანაკარგების შესახებ.

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ პრობლემის სამართლებრივი სტატუსის გარკვევა.

„პოლონეთის მხრიდან არ ყოფილა არც უარი რეპარაციების შესახებ, არც ერთი უარი კომპენსაციაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, პოლონეთის მაშინდელმა კომუნისტმა ლიდერმა, ბოლესლავ ბერუტმა განაცხადა, რომ იყო მინისტრთა საბჭოს ერთგვარი გადაწყვეტილება ვარშავის მიერ გერმანულ რეპარაციაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა, როგორც მორავიეცკი ირწმუნება, მსგავსი რეზოლუცია გაერო-ს არც ერთ დოკუმენტში არ არის და აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტებში უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული.

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში წარადგინეს ანგარიში მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ოკუპაციის შედეგად, პოლონეთისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ბერლინმა ვარშავას, საომარი რეპარაციების სახით, 1,5 ტრილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. გერმანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის განხილვას პოლონეთთან არ აპირებენ და საკითხს დახურულად მიიჩნევენ, რადგან პოლონეთმა უარი თქვა რეპარაციებზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო