erimedia_ravk/Os61H7GSg.jpeg

მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთმა უარყო ევროკავშირის გეგმა არალეგალური მიგრანტების მიღების შესახებ

ამბები
მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთმა უარყო ევროკავშირის გეგმა არალეგალური მიგრანტების მიღების შესახებ
ამბები

მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთმა უარყო ევროკავშირის გეგმა არალეგალური მიგრანტების მიღების შესახებ

erimedia_ravk/Os61H7GSg.jpeg
6 ოქტ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთმა ევროკავშირის გეგმა არალეგალური მიგრანტების მიღების შესახებ უარყო.

ამის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მიმდინარე წლის ივნისში, ბერლინის ბრძანებით, პოლონელი ოპოზიციის ლიდერის, დონალდ ტუსკის პარტიის მხარდაჭერით, ბრიუსელმა თავისი გეგმის განხორციელება დაიწყო, რაც არალეგალური მიგრანტების მიღებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის მიგრანტების მიღებაზე, მათ საშინელ ჯარიმებს დაუწესებენ. გუშინ რამდენიმე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი და დღესაც პლენარულ სხდომაზე ვიტყვი, რომ პოლონეთი ამას საბოლოოდ უარყოფს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

შეთანხმების თანახმად, ქვეყნებს, რომლებიც ბევრ მიგრანტს იღებენ, შეუძლიათ თავშესაფრის პროცედურები დააჩქარონ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან სწრაფი დახმარება - მათ შორის ფინანსური დახმარებაც - მოითხოვონ. პოლონეთი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო