მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანი გახდება
1 ნოე
მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანი გახდება. ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა.
„2024 წლის 15 იანვრიდან უცხოელი ვიზიტორებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდება. თურქეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აია-სოფიაში სალოცავად ჩამოდიან, შესვლა უფასო იქნება“, - აღნიშნა მეჰმეთ ნური ერსოიმ.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება „იუნესკოს“ რეკომენდაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მართვის გეგმის რეალიზაციის ფარგლებშია მიღებული. გარდა ამისა, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყობა.