მედია - თურქეთი რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას გეგმავს

ამბები
მედია - თურქეთი რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას გეგმავს
ამბები

მედია - თურქეთი რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას გეგმავს

8 ოქტ

erimedia_ravk/-RHwFe44R.webp

ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ს დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის დიალოგის ორგანიზება შესთავაზა. ამის შესახებ გაზეთ Milliyet-ის მიმომხილველი ოზაი შენდირი წერს.

მისივე განმარტებით, შეთავაზება ასევე ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. ანკარამ გეგმა ჯერჯერობით მხოლოდ ვაშინგტონს გადასცა, სადაც ამ ინიციატივას დადებითად გამოეხმაურნენ. მიუხედავად ამისა, ღია საკითხად რჩება "ამგვარი დიალოგისთვის რუსეთის მხრიდან თანამოსაუბრის პოვნა".

სტატიის ავტორის თქმით, თურქეთი "პატივს სცემს უკრაინის ნებას" და ყოველთვის იყენებს ღია წყაროებს იმის ხაზგასასმელად, რომ აუცილებელია რეგიონში დაბრუნდეს მშვიდობა „ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე“.

"ქვეყნიდან, რომელსაც შეუძლია დიალოგის დამყარება, როგორც ოფიციალურ კიევთან, ასევე მოსკოვთან, თურქეთი გადაიქცა ქვეყანად, რომელსაც შეუძლია ეს დიალოგი შედეგის მისაღწევად გამოიყენოს", - განაცხადა შენდირმა.

სტატიის შეჯამებაში მან აღნიშნა, რომ არ იქნება გასაკვირი, თუ უახლოეს მომავალში, თურქეთის წყალობით, რუსეთი და დასავლეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო