erimedia_ravk/vOW69znIg.webp

მედია - ზელენსკის, რომელსაც ისრაელში სოლიდარობის ნიშნად უნდოდა ჩასვლა, უთხრეს რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის

ამბები
მედია - ზელენსკის, რომელსაც ისრაელში სოლიდარობის ნიშნად უნდოდა ჩასვლა, უთხრეს რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის
ამბები

მედია - ზელენსკის, რომელსაც ისრაელში სოლიდარობის ნიშნად უნდოდა ჩასვლა, უთხრეს რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის

erimedia_ravk/vOW69znIg.webp
17 ოქტ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ სოლიდარობის ნიშნად სურდა ჩასვლა, თუმცა, მას უთხრეს, რომ ამისთვის „შესაფერისი დრო არ არის“. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ებრაულენოვან მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკიმ ისრაელის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მან აღნიშნა, რომ „ტერორს გამართლება არ აქვს“ და ისრაელის უდავო უფლებაა თავი დაიცვას.

”ტერორი ყოველთვის დანაშაულია, არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან კონკრეტული მსხვერპლის, არამედ მთლიანად კაცობრიობის წინააღმდეგ”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ისრაელმა გასული წლის თებერვლის შემდეგ თავისი მხარდაჭერა უკრაინისადმი არაერთხელ გამოხატა, მაგრამ სამხედრო დახმარება არ გაუგზავნია, რამაც კიევსა და იერუსალიმს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო