მედიის ადვოკატირების კოალიცია - „ოცნების" მოთხოვნა, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 კრიტიკული ტელევიზია კამპანია "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსების გამო დაასანქციროს, საგანგაშოა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მედიის ადვოკატირების კოალიცია - „ოცნების" მოთხოვნა, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 კრიტიკული ტელევიზია კამპანია "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსების გამო დაასანქციროს, საგანგაშოა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მედიის ადვოკატირების კოალიცია - „ოცნების" მოთხოვნა, რომ კომუნიკაციების კომისიამ 3 კრიტიკული ტელევიზია კამპანია "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსების გამო დაასანქციროს, საგანგაშოა

10 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Xbo_z4mVR.webp

მედიის ადვოკატირების კოალიცია "ქართული ოცნების" მოთხოვნას, რომ კომუნიკაციების კომისიამ სამი კრიტიკული მაუწყებელი: "ფორმულა", "მთავარი არხი" და ტელეკომპანია “პირველი" კამპანია "შინ ევროპისკენ" კლიპის ეთერში განთავსების გამო დაასანქციროს, საგანგაშოდ მიიჩნევს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა არ გააგრძელოს და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

„ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული რგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა,“ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას ემსახურება და მიზნად სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას ისახავს. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.

მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ქვეყანაში პლურალიზმს საფრთხეს უქმნის. ამგვარი დამოკიდებულება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან შეუთავსებელია“, - აღნიშნულია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო