მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში

16 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/3J5_F47Vg.webp

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.

როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.

„აღსანიშნავია, რომ მოცულობითი და შინაარსობრივად მრავალფეროვანი კანონპროექტის განხილვა ამავე წლის 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამავდროულად თვლის, რომ აუცილებელია ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი იყოს ინკლუზიური და ემსახურებოდეს მედიაგარემოს გაუმჯობესებას.

დარეგისტრირებული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებას, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში.

კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირების პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად იზრდება კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსალოდნელი ზიანის რისკი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მითითებული ევრო დირექტივაში. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიამ დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე 2021 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის აქტის სასამართლოში გასაჩივრება უნდა იწვევდეს ამ აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას, და ამის შემდგომ უნდა იმსჯელოს სასამართლომ რამდენად აუცილებელია შეჩერებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. დასკვნიდან ჩანს, რომ ვენეციის კომისიამ სახელმწიფოში მართლმსაჯულების საერთო მდგომარეობა და კონტექსტი გაითვალისწინა.

(https://idfi.ge/public/upload/Analysis/Venice-and-GNCC.pdf)

კოალიცია ასევე პრობლემურად მიიჩნევს პასუხის უფლების შემოტანასა და სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებას. ორივე საკითხი ეხება შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას.

კოალიცია თვლის, რომ კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს. აღნიშნულ საკითხებზე კი შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს დაიცვას ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციები და პროცესი გახადოს ინკლუზიური“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო