მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა

სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრა.
როგორც მედია სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, კიმ ჩენ ინის პირადი მატარებლის მოძრაობა ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო უბნისკენ შენიშნეს.
ამასთან, ადგილობრივი გაზეთი იტყობინება, რომ მატარებელი რუსეთისკენ მიემართება და საზღვარს სამშაბათს გადაკვეთს.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მიმდინარე თვეში რუსეთში ვიზიტს აპირებდა, რათა ვლადიმერ პუტინთან რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განეხილა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო