მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის სხვა რეგიონებიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის სხვა რეგიონებიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს
ამბებიწყარო: 1tv.ge

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის სხვა რეგიონებიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/NRcHRZ44R.jpeg

ჩრდილოეთ ოსეთი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის სხვა რეგიონებიდან ტრანსპორტის შესვლაზე შეზღუდვის დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ჩრდილოეთის ოსეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, შეზღუდვები არ შეეხება ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას. შესაბამის განკარგულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

„ინტერფაქსი“ წერს, რომ გადაწყვეტილება ტერიტორიაზე სატრანზიტო ტრანსპორტისა და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თავმოყრას უკავშირდება, რომელთაც „ზედა ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში შესვლა სურთ“.

საქართველოსთან საერთო საზღვართან ათასობით ავტომობილის მობილიზების შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ 26 სექტემბერს გაავრცელა. 27 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საზღვარზე კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება ქვეითად.

„ინტერფაქსის“ ცნობით, გარდა ამისა, გადაწყდა საგუშაგოსთან არსებული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის მოწყობა, სადაც იმავე დღეს დაიწყეს გაწვევის ჩაბარება. გაწვევის განაცხადი გადაეცემათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ მობილიზაციას. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, შესაბამისი სიები თავდაცვის უწყებამ მიაწოდა და ეხება იმ პირებს, ვინც სამხედრო აღრიცხვაზეა, როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, ასევე სხვა რეგიონებში. აგრეთვე, განიხილება საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ელექტრონული რიგის წარმოება და შესაძლოა, გამოცხადდეს საგანგებო რეჟიმიც.

ავტორი - სალომე თორაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო