მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად ბუნდესვერის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია
30 აგვისტო, 2022
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად, ბუნდესვერის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ბუნდესვერის მარაგებიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეუძლებელი გახდება.
„უნდა ვაღიარო, როგორც თავდაცვის მინისტრმა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით იმ ზედა ზღვარს, რისი გაცემაც ბუნდესვერიდან შეგვიძლია“, – აღნიშნა ლამბრეხტმა.
მისივე თქმით, ბუნდესვერს უნდა ჰქონდეს ეროვნული და ნატო-ს თავდაცვის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და როგორც თავდაცვის მინისტრმა, უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ასე გაგრძელდეს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო