მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა
7 სექტემბერი, 2022

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების გამო, ალეპოს აეროპორტმა მუშაობა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ შეაჩერა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიო ნავიგაციის სისტემა. სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები ხმელთაშუა ზღვიდან გაუშვეს.
პარალელურად, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რაკეტა გაანეიტრალა. ალეპოს აეროპორტიდან ფრენები დამასკოში გადამისამართდა. სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელი „ცეცხლს ეთამაშება“ და ფართო კონფლიქტის რისკებს აჩენს.
ავტორი - გივი ბარამიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო