მედიის ცნობით, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს

ამბები
მედიის ცნობით, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს
ამბები

მედიის ცნობით, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ამ დროისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს

1 ოქტ

erimedia_ravk/uarUHtV4g.webp
ფოტო: REUTERS

მედიის ცნობით, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება "ამ მომენტისთვის პრინციპულ საკითხს არ წარმოადგენს".

ბორელმა აღნიშნა, რომ ახლა მთავარია, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება, რასაც, მისი შეფასებით, "ეფექტი აქვს".

ბორელის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებას, დამატებით სანქციებს, არსებული სანქციების შენარჩუნებას და "მსოფლიო დიპლომატიურ ბრძოლაში მონაწილეობას, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ ყველა ქვეყანა არ მოქმედებს ერთნაირად ეფექტურად, ძლიერად და გადამწყვეტად".

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა პირველად გამოიყენა თავისი სახსრები იარაღის შესაძენად და საომარ ვითარებაში მყოფი მესამე ქვეყნისთვის მისაწოდებლად.

„ამერიკის შეერთებული შტატების წვლილთან ერთად, ეს არის ის, რამაც საშუალება მისცა უკრაინას თავი დაეცვა“, – განაცხადა ბორელმა.

რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას რუსეთის მხრიდან, ბორელმა განაცხადა, რომ "ყველა რისკი შესაძლებელია".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში კრემლის მხრიდან ე.წ. რეფერენდუმების გამართვაზეც და აღნიშნა, რომ "ამ ტერიტორიების ანექსიას არავინ აღიარებს". მისი თქმით, უკრაინის რეგიონების ანექსიის მცდელობა "ომის დასრულებას თითქმის შეუძლებელს ხდის".

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო