მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს
20 სექტემბერი, 2022
რუსმა დამპყრობლებმა ოკუპირებულ ხერსონის რაიონში „რეფერენდუმის“ ჩატარება გადაწყვიტეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარალელურად, რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში აღნიშნულია, რომ „რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლას ისახავს მიზნად“. მედიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ვლადიმირ სალდო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი მიიღებს რეფერენდუმის შედეგებს.
სალდოს თქმით, რუსეთში დაბრუნება უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას, ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მის მოსახლეობას და გახდება ისტორიული სამართლიანობის ტრიუმფი. მანამდე, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ადმინისტრაციების საზოგადოებრივი პალატები გამოვიდნენ.
ავტორი - გივი ბარამიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო