მედიის ცნობით, ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მედიის ცნობით, ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

მედიის ცნობით, ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა

9 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/CfXqTGm4R.jpeg

ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსულ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საკის რაიონში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან ახლოს აფეთქებები საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

თავდაცვის უწყების ცნობით, მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია, თუმცა აფეთქებები საბრძოლო ცეცხლის ზემოქმედების შედეგად არ მომხდარა და აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ყირიმში აფეთქებას გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი და განაცხადა, რომ ნოვოფედოროვკაში აფეთქება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ ვისია ყირიმი.

„დღეს მკვიდრი მოსახლეობის საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები ითვლებიან. დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი. რადგან ეს არის უკრაინა“, – წერს ვერეშჩუკი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო