მედიის ცნობით, რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მედიის ცნობით, რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ამბებიწყარო: 1tv.ge

მედიის ცნობით, რუსეთის ელჩი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/SIXTJz44R.jpeg

იაპონიის კონსულის, ტაჩუნორი მოტოკის ვლადივოსტოკში დაკავების გამო, რუსეთის ელჩი, მიხაილ გალუზინი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. შესაბამის ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონსულის დაკავება და საკონსულო ურთიერთობების შესახებ დაკითხვა ვენის კონვენციის აშკარა დარღვევაა. საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში ამბობს, რომ კონსულის დაკავება უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელი ქმედება იყო, რადგან მას არანაირი უკანონობა არ ჩაუდენია.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა იაპონელი დიპლომატის, ვლადივოსტკში იაპონიის გენერალური კონსულის, ტაჩუნორი მოტოკის დაკავების შესახებ ორშაბათს განაცხადა. რუსული სპეცსამსახურები კონსულს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ, დიპლომატი გაათავისუფლეს. ის "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს და რუსეთის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო