მედიის ცნობით, რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული

ამბები/ წყარო: www.washingtonpost.com
მედიის ცნობით, რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული
ამბებიწყარო: www.washingtonpost.com

მედიის ცნობით, რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული

30 სექ

erimedia_ravk/uBrxwdV4g.jpeg

რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმი არალეგალურად არის აღიარებული.

მედიის ცნობით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანა იყო 15 წევრიან საბჭოში, რომელიც რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი გამოვიდა. ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ და გაბონმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა რეზოლუციის დაბლოკვას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნა ხელს უშლის მის ფუნქციონირებას.

როგორც რეზოლუციის ინიციატორი ქვეყნის, აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას გრინფილდმა განაცხადა, რუსეთის ვეტოს გამო აღნიშნული დოკუმენტი გაერო-ს 193 წევრიან გენერალურ ასამბლეაზე გავა, სადაც ვეტო არ არსებობს.

„ამ ნაბიჯით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მსოფლიო კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მხარესაა“, – განაცხადა აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო