erimedia_ravk/Ba_RlnkSg.jpeg

მედიის ცნობით, შტორმი „იდალია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა

ამბები
მედიის ცნობით, შტორმი „იდალია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა
ამბები

მედიის ცნობით, შტორმი „იდალია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდა

erimedia_ravk/Ba_RlnkSg.jpeg
30 აგვ

შტორმი „იდალია“, რომელიც ფლორიდას უახლოვდება, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალამდე გაძლიერდა და განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. ინფორმაციას უცხოური მედია საშუალებები აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, აღნიშნულ შტორმს შესაძლებელია „კატასტროფული ზიანი“ მოჰყვეს. გავრცელებული პროგნოზის თანახმად, ქარიშხალი ფლორიდის სანაპიროს რამდენიმე საათში მიაღწევს, ამჟამად „იდალია“ ფლორიდის სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრშია.

ფლორიდის 67 ოლქიდან 28-ში ევაკუაცია უკვე გამოცხადდა. გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საშიში ზონები სასწრაფოდ დატოვონ.

მოსალოდნელი ქარის სიჩქარე საათში 215 კილომეტრია. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ „იდალია“ კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვიდრე ფლორიდის ბიგ ბენდის რაიონს დაატყდება თავს. ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში ნათქვამია, რომ რეგიონს „კატასტროფული ტალღები და დამანგრეველი ქარი უახლოვდება“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო