მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
ამბებიწყარო: 1tv.ge

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

7 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/OcER0oM4g.jpeg

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის 27 წევრს 9 სექტემბერს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესთავაზებს და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც განაცხადა, რომ არ შეასრულებს მოთხოვნებს.

„ჩვენ მათ უბრალოდ არ შევასრულებთ და საერთოდაც, არაფერს მივაწვდით, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ეკონომიკურს. ჩვენ არ მივაწვდით არც გაზს, არც ნავთობს, არც ნახშირს და არც მაზუთს – არაფერს მივაწვდით. ჩვენ სრულად შევასრულებთ ჩვენს სახელშეკრულებო ვალდებულებებს, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება ჩვენთვის რაიმეს დაწესებას, მაშინ მინდა, აღვნიშნო, რომ ვინც აწესებს, დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თავისი ნება გვიკარნახოს. გონს მოვიდნენ. ჩვენ დაწესებულს არაფერს გავაკეთებთ და დაგვრჩება მხოლოდ ერთი რამ, როგორც ცნობილ რუსულ ზღაპარშია რომ ვთქვათ: „გაიყინე, გაიყინე, მგლის კუდო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო