erimedia_ravk/IMsOVuOSg.jpeg

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება

ამბები
მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება
ამბები

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება

erimedia_ravk/IMsOVuOSg.jpeg
28 დეკ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კიდევ ხუთი წელი გაგრძელდება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ Nikkei Asia-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, პუტინმა ჩინელ კოლეგას ამის შესახებ 2023 წლის მარტში განუცხადა, ხოლო ამის თქმის მიზანი სიტუაციის შეჯამება იყო, რომელიც იმ დროს რუსეთისთვის არახელსაყრელი იყო. მათივე ცნობით, პუტინმა დაარწმუნა სი ძინპინი, რომ რუსეთი საბოლოოდ გამარჯვებული იქნება.

„სავარაუდო კონტექსტი პუტინის ამ განცხადების იყო ის, რომ გაჭიანურებული ომი სარგებელს მოუტანს ჩინეთის კარგად შეიარაღებულ პარტნიორს. მეორე მხრივ კი, ეს გაფრთხილება იყო ჩინეთის პრეზიდენტისთვის, რომ არ შეცვალოს თავისი პრორუსული პოზიცია“, – წერს გამოცემა.

ასევე, არ გამორიცხავენ, რომ სავსებით შესაძლებელია, პუტინი ამ ქმედებით 2024 წლის მარტის არჩევნების წინ ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს მიიწევს ცეცხლის შეწყვეტისკენ ან შეთანხმებისკენ, რადგან ეს იქნება მისთვის ხელსაყრელი სიტუაცია.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ პუტინის ამ განცხადების შემდეგ, ჩინეთმა გადახედა თავის სტრატეგიას.

„ომი რუსეთსა და უკრაინას შორის ომი თუ გაგრძელდება, ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს ჩინეთის პრეზიდენტის გეგმებსა და ამბიციებზე, ასევე სი ძინპინის უფრო დიდ მიზანზე, რომელიც ტაივანის ჩინეთთან მიერთებას გულისხმობს“, – წერს გამოცემა Nikkei Asia.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო