მედიის ინფორმაციით, ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მედიის ინფორმაციით, ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

მედიის ინფორმაციით, ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა

3 ოქტ

erimedia_ravk/o9-eIbV4g.jpeg

ირანის პოლიციასა და სტუდენტებს შორის თეირანის შარიფის უნივერსიტეტთან დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ.

დასავლური მედია წერს, რომ ტრადიციულად განსხვავებული აზრის კერა, შარიფის უნივერსიტეტი ათეულობით პოლიციელით არის გარშემორტყმული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების კამპუსიდან განდევნის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია რამდენიმე ათეული სტუდენტი.

საპროტესტო დემონსტრაციები თეირანის გარდა ასევე გაიმართა რამდენიმე ქალაქში, როგორიცაა: იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მეშჰედი. „დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ბოლო ორი კვირის გამავლობაში ანტი-სამთავრობო აქციების მიმდინარეობისას 133 ადამიანი დაიღუპა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო