მედიის ინფორმაციით, სატვირთო გემი, „რაზონი“, რომელიც უკრაინული სიმინდით არის დატვირთული, ბოსფორის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ გადაადგილდება
3 აგვისტო, 2022

სატვირტო გემი, „რაზონი“, რომელიც უკრაინული სიმინდით არის დატვირთული, ბოსფორის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ გადაადგილდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გემი თურქეთამდე ე.წ. „მარცვლეულის დერეფნით“ მივიდა, სადაც ხომალდი დაათვალიერა უკრაინის, გაერო-ს, თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა ჯგუფმა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრიდან.
„რაზონი“ პირველი ხომალდია, რომელმაც უკრაინული საკვები პროდუქტი 24 თებერვლის შემდეგ ოდესის პორტიდან გაიტანა. გემი 26 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული.
სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი „რაზონი“ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიემართება. დღეისათვის ოდესის რეგიონის პორტებში რჩება უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ 16 გემი, რომლებიც გამგზავრებას ელოდებიან.
ავტორი - გივი ბარამიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
