მედვედევი კიევის ნატოში გაწევრიანების სურვილზე - ისინი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ითხოვენ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ვოლოდიმირ ზელენსკის იდეას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ "შესანიშნავი" უწოდა და დასძინა, რომ ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების დაჩქარების თხოვნას ჰგავს.
"ზელენსკის ნატოში სწრაფად გაწევრიანება სურს. "Შესანიშნავი" იდეაა. უბრალოდ ევედრება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება", - წერს მედვედები "ტელეგრამ" არხში.
"ბაიდენის განცხადებით, ისინი არ აღიარებენ ახალი ტერიტორიების რუსეთთან მიერთებას. უცნაურია, რომ საერთოდ გავახსენდით. თუმცა, საწყენია. შეეძლოთ, რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტების ტერიტორიაზე აშშ-ის საკონსულოს გასახსნელად კარგი ადგილი ეპოვათ.
სტოლტენბერგი წერს, რომ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას - ის გაქრება როგორც სახელმწიფო. როგორი "ცინიკოსია" - თუ უკრაინა არ შეწყვეტს ბრძოლას, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება", - წერს მედვედევი.