მელიქიშვილის გამზირზე ასფალტის საფარი იგება და 19 სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
მელიქიშვილის გამზირზე ასფალტის საფარი იგება და 19 სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება
ამბებიწყარო: imedinews.ge

მელიქიშვილის გამზირზე ასფალტის საფარი იგება და 19 სექტემბრიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგება

18 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/4TExlF7VR.jpeg

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები 14 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება. მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, ასფალტის ქვედა ფენების დაგება დღეს ღამით დასრულდება და ხვალიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება.

„რამდენიმე დღეა მელიქიშვილის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. ამჟამად, გზის საფარი იგება. ხვალიდან მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამით არ სრულდება პროექტი. ამის შემდეგ წყალარინების ჭის თავები იქნება წამოსაწევი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების განახლება, მოპირკეთდება ფილებით, დაიდგმება განათების ბოძები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, მელიქიშვილის გამზირზე მთლიანად დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია. კერძოდ, სრულად შეცვილილი და განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელები. ამჟამად, საჰაერო ქსელების კაბელ-არხებში განთავსება მიმდინარეობს.

უახლოეს პერიოდში ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან, კოსტავას ქუჩამდე განხორციელდება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ლევან ნაროუშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზურა აბაშიძე იმყოფებოდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო