erimedia_ravk/_kLEE7c4R.jpeg

მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ამბები
მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ამბები

მელიქიშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

erimedia_ravk/_kLEE7c4R.jpeg
12 დეკ

მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული გამზირი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

"როგორც საზოგადოებას დავპირდით 4 დეკემბერს სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაახლოებით, 6 კილომეტრზე გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა წყალარინებისა და წყლის სადრენაჟე სისტემები, გაზის მილები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დაიხაზა ზებრა გადასასვლელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ეს მიდგომა სხვა გამზირებსა და ქუჩებზეც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩაა რთულ მდგომარეობაში, საჭიროებს განახლებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყველა მათგანზე გაგრძელდება მსგავსი მიდგომები იმისთვის, რომ თბილისის ყველანაირად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე - ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე და გარე განათების ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე, LED სანათები, მოეწყო მიწისქვეშა ურნები, ასევე, მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარი, გზის სავალ ნაწილზე კი სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.

ფეხით მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო სატრანსპორტო კუნძულები, ახალი მოსაცდელები და ზებრა გადასასვლელები, გამოიყო სპეციალური ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები. მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო