მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა
ამბებიწყარო: 1tv.ge

მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა

12 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/1KjF1XMVg.jpeg

მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბრიტანეთის პარლამენტში მივიდნენ. მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

მანამდე, საკანონმდებლო ორგანოში ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოთქვეს. ლორდთა პალატის სპიკერის, ლორდ მაკფოლის განცხადებით, დედოფალი იყო ხალხის ლიდერიც და მსახურიც, ხოლო მისი თავმდაბლობა და პატიოსნება პატივისცემას იმსახურებდა ყოველთვის.

მეფე ჩარლზ მესამემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტი დემოკრატიის სიცოცხლის და სუნთქვის უმთავრესი ინსტრუმენტია. დედოფალზე საუბრისას მან ამონარიდი მოიშველია უილიამ შექსპირის ნაწარმოებიდან და აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო „ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის“.

„როდესაც დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ, არ შემიძლია არ ვიგრძნო ისტორიის სიმძიმე, რომელიც ჩვენ გარშემოა და რომელიც გვახსენებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საპარლამენტო ტრადიციებს, რომლებსაც ორივე პალატის წევრები უძღვნიან საკუთარ თავს ასეთი ერთგულებით, ყველა ჩვენგანის გასაუმჯობესებლად. ლორდებო და თემთა პალატის წევრებო, ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დედოფლის ერთგული, დიდებული სამსახურის გასახსენებლად მისი ერებისა და ხალხებისადმი. იგი გვიჩვენებს უანგარო მოვალეობის მაგალითს, რომელსაც ღვთის დახმარებითა და თქვენი რჩევით, გადავწყვიტე მივყვე ერთგულად“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეფემ.

პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ ჩარლზი და კამილა ედინბურგში გაემგზავრებიან, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს გადაასვენებენ. ედინბურგის ტაძარში კი შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ. ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო