მერია თბილისობაზე 3,050 მლნ ლარს დახარჯავს - რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
მერია თბილისობაზე 3,050 მლნ ლარს დახარჯავს - რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში
ამბებიწყარო: www.bpn.ge

მერია თბილისობაზე 3,050 მლნ ლარს დახარჯავს - რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში

31 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/ZZOhv9Z4R.jpeg

თბილისის მერია 2022 წლის თბილისობაზე 3 050 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისობა 1-ელ და 2 ოქტომბერს გაიმართება.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავად და დედაქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. 2022 წლის 1 და 2 ოქტომბერს, განახლებულ ორბელიანის მოედანზე, გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში და რიყის პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა სახის აქტივობები, ღონისძიებები და კონცერტები გაიმართება, რომლებიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი.

ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები: თბილისის დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები, სტენდი "თბილისის განვითარების ისტორია", სცენის დეკორაციები, მოცულობითი თაღი, მოცულობითი ლოგო - "თბილისობა 2022", ინსტალაცია - "საპატიო თბილისელები", მოსასვენებელი სივრცეები, კაფე "ქიმერიონი", ინსტალაცია - "მთაწმინდის მთვარე", ინსტალაცია - "მოცულობითი გაზეთი" და სხვა. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა "თბილისური უბანი ათონელზე", რომელიც ულამაზესი ყვავილებით და შემოდგომის ნობათით განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის იქ მისულ სტუმრებს.

რიყის პარკში გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები, ღია კინოთეატრი კულტურული და სპორტული აქტივობები, თემატური ინსტალაციები. განთავსდება დეკორირებული სცენა, რომელზეც ორი დღის განმავლობაში საბავშვო ანსამბლების და ბენდების კონცერტები ჩატარდება.

სახალხო დღესასწაულის ლოკაციად, წელს პირველად იქნება გამოყენებული გუდიაშვილის მოედანი, სკვერის შუაგულში განთავსდება ღია - „თბილისური კაფე“, ორი დღის განმავლობაში ცნობილი მზარეულები საავტორო კერძებსა და დესერტებს შესთავაზებენ ლოკაციაზე მისულ სტუმრებს, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროგრამა, განთავსდება სხვადასხვა ტიპის ინსტალაციები.

ლეღვთახევის ტერიტორია მიეძღვნება ქალაქ თბილისის მეხოტბეებს (პოეტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს), ლოკაციაზე მისულ სტუმრებს დახვდებათ თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი ინსტალაციები, დეკორაციებით გაფორმებული ხეობა, მსახიობების მიერ შესრულებული პერფომანსები და სხვა.

1 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.„თბილისობა 2022“ 2 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე საზეიმო კონცერტით დასრულდება," - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო