erimedia_ravk/ic0wAlc4R.jpeg

მესტია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის გამარჯვებულია

ამბები
მესტია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის გამარჯვებულია
ამბები

მესტია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის გამარჯვებულია

erimedia_ravk/ic0wAlc4R.jpeg
20 დეკ

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის Best Tourism Villages by UNWTO-ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მესტია შერჩეული იყო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის, რაც უდიდეს მიღწევას წარმოადგენს.

Best Tourism Villages by UNWTO-ის პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა. Best Tourism Villages by UNWTO-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნია ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, პროექტში გამარჯვებულ მიმართულებას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რათა ტურიზმი გახდეს მისი მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ასევე ეკოლოგიური მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხდება მისი, როგორც სოფლის ტურიზმის განვითარების დონით გამორჩეული დანიშნულების ადგილის ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო ასპარეზზე“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში, Best Tourism Villages by UNWTO-ის გამარჯვებულ ლოკაციას, ასევე ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი, რაც იძლევა კარგ საშუალებას, მის წევრებს შორის მოხდეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო