erimedia_ravk/vLVvKoFSg.jpeg

მეთიუ მილერი - აშშ აღარ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ჩვენ მივისწრაფვით, უკრაინას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში დავეხმაროთ

ამბები
მეთიუ მილერი - აშშ აღარ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ჩვენ მივისწრაფვით, უკრაინას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში დავეხმაროთ
ამბები

მეთიუ მილერი - აშშ აღარ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ჩვენ მივისწრაფვით, უკრაინას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში დავეხმაროთ

erimedia_ravk/vLVvKoFSg.jpeg
5 იან

აშშ აღარ გაუწევს უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე, რადგან ჩვენ მივისწრაფვით, რომ დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მხარდაჭერა იმავე დონეზე გაგრძელდება, როგორც 2022-23 წლებში“, – ამბობს მილერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასევე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ვეღარ ხედავს უკრაინის ისეთ დონეზე დახმარების საჭიროებას, როგორც აქამდე, რადგან ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს უკრაინას ფეხზე წამოდგომასა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის განვითარებაში, რათა კიევმა შეძლოს დამოუკიდებლად დააფინანსოს, აწარმოოს და შეისყიდოს იარაღი.

„ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე, სადაც უკრაინა შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, ამიტომაა საჭირო, რომ კონგრესმა მიიღოს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გადაწყვეტილება“, – თქვა მილერმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო