მეუფე შიო მუჯირი - უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“.

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მეუფე შიო მუჯირი - უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“.
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მეუფე შიო მუჯირი - უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“.

17 ივლისი, 2022

erimedia_ravk/vyfbBNg4g.webp

„ვევედროთ უფალს. შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

მან მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

"დღეს არის სულთმოფენობიდან მეხუთე კვირა და ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ გერგესეველი ეშმაკეულების განკურნების შესახებ. მან აღასრულა ეს დიდი სასწაული და შედეგად მთელი გერგესეველთა ქალაქი გამოდის და იმის მაგივრად, რომ სთხოვონ მათთან დარჩენა, სთხოვენ, მოშორდეს და გასცილდეს მათ საზღვრებს. რატომ ხდება ეს? ეტყვიან კიდეც, რომ „წადი ჩვენგან, ნუ დარჩები აქ!“

ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი სიტყვები ნათქვამი აქვს, მაგალითად, პეტრე მოციქულსაც, როდესაც იგი შეესწრო მის ნავში აღსრულებულ დიდ სასწაულს, სასწაულებრივ თევზჭერას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოახდინა. მაშინ პეტრეც ეტყვის, რომ „წადი, უფალო, ჩემი ნავიდან, მე არ ვარ ღირსი, რომ შენთან ერთად ვიყო ერთ ნავში“, მაგრამ პეტრემ თქვა ეს დიდი მოწიწებით, მოკრძალებით, სიმდაბლით, ღვთის შიშის გამო, თავისი ცოდვების გაცნობიერების გამო, იესო ქრისტეს სიწმინდის გაცნობიერების გამო. აი, ამ გერგესეველებმა კი სულ სხვა მოსაზრებით უთხრეს ასე. არც სიწმინდე იყო ამის საფუძველი, არც სიმდაბლე და არც მოწიწება, არამედ ის, რომ მათ დაინახეს, მათი ღორების ჯოგი, რომელშიც შევიდა ამ ეშმაკეულებიდან გამოსული დემონების ლეგიონი, როგორც წმინდა სახარება ამბობს, როგორ გადაეშვება ზღვაში და იწყებს დახრჩობას.

ამ გერგესეველთა წინაშე დადგა ასეთი შეკითხვა, შეიძლება ეს უმართებულო იყო, მაგრამ გამომდინარე მათი უმეცრებიდან, მათთვის ეს შეკითხვა იყო სერიოზული, რომ ან მიიღონ იესო ქრისტე, ანუ აირჩიონ იესო ქრისტე თავისი სიკეთით, რასაც იგი აღასრულებდა (ხომ იცოდნენ, რომ აღასრულებდა ამდენ კურნებას და სიკეთეს, შეესწრნენ კიდეც აი, ამ დიდ სასწაულს), ან კიდევ - ღორების კოლტი. ისინი ასე ფიქრობდნენ, რომ „იესო ქრისტეს ის ძალა, რომელმაც ეს სასწაული აღასრულა, ჩვენ არ ვიცით, რა დამოკიდებულება ექნება ამ ძალასა და იესო ქრისტეს ჩვენი მატერიალური ფასეულობებისადმი, არ ვიცით“. მათთვის ეს გაურკვეველი იყო, რადგან ეს ღორების კოლტი ზღვაში დამხრჩვალი დაინახეს.

დიახ, რა თქმა უნდა, ქრისტემ განიკურნა ეს ორი ეშმაკეული, დიდი საქმე აღსრულდა, მაგრამ ღირდა ამად?! - შეიძლება ასე აზროვნებდნენ ისინი, რომ „ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ორი ადამიანის განკურნება“.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ისინი უფალს უარს ეტყვიან, სთხოვენ მას, რომ გაშორდეს მათ ქალაქს და ირჩევენ ამ ღორების კოლტს, უარს ამბობენ ქრისტეს მათთან ყოფნაზე, ღმერთთან ცხოვრებაზე, ქრისტესთან ცხოვრებაზე, რასაც მოაქვს ამდენი სიკეთე.

აი, ასეთი სახარებაა, ძვირფასო ძმებო და დებო.

რა თქმა უნდა, ისინი ამას ამბობენ საკმაოდ ზრდილობიანად, არ გააძევებენ უფალს, როგორც სხვაგან მომხდარა და სთხოვენ, რომ წავიდეს, მაგრამ აი, არჩევანი იყო მათი ასეთი.

ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს დამოკიდებულებაზე დღეს. ჩვენ თითქოს არ ვამართლებთ ამ გერგესეველებს, რა თქმა უნდა, ვამტყუნებთ მათ, მაგრამ ხომ არ არის ეს მოჩვენებითი? ხომ არ გვეშლება ჩვენც? იმიტომ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე აი, ეს საკითხი - იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი, რომელიც მაძლევს საშუალებას, ვიარსებო და ვიცხოვრო. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს აი, ამ გერგესეველთა სულს, განწყობას, ძალიან ხშირად ის ბატონობს ჩვენთან. ეს არის საშინელი სული ამ გერგესეველთა, რომელიც სპობს ყოველგვარ სულიერ ღირებულებებს და ფასეულობებს. შედეგად, ადამიანის ცხოვრება შეიძლება გადაიქცეს მუდმივად, აი, ამ ღორების ჯოგის მოვლა-პატრონობასა და დაცვაში, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რაც შეიძლება შევადაროთ, აი, ამ ღორების კოლტს, რომელსაც იგი ყველაზე მეტად უფრთხილდება ამ ცხოვრებაში და რაც შეიძლება გახდეს ჩვენსა და ღმერთს შორის დიდი უფსკრულის მიზეზი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ „პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ“. ჭეშმარიტად, მოგვეცემა, ყოველთვის ასე ყოფილა, მაგრამ მთავარია, ამას ვეძებდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, აი, ეს გერეგესეველთა სული ძალიან მძლავრობს და ძალიან იშვიათია ადამიანები, მათ შორის, ვინც თავის თავს ქრისტიანსაც უწოდებს, რომელთათვისაც პირველადია ძიება სასუფევლისა ღვთისა და შემდეგ ეს ყველაფერი მატერიალური.

ამიტომ, ღმერთმა გვაშოროს ჩვენ. ვევედროთ უფალს, რომ ამ გერგესეველთა სულისგან მოგვარიდოს და გვაშოროს ჩვენ, რომ შევძლოთ, ვიცხოვროთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ვიცხოვროთ ქრისტესთან, ვიცხოვროთ ღმერთთან, მის საღვთო ძალასთან, რომელიც გვაძლევს ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!”, - აღნიშნა მან ქადაგებისას.

ამასთან, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ქადაგების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვერულიძეების გვარი დალოცა.

„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ!“, - აღნიშნა მეუფემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო