მეუფე შიო მუჯირი - ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მეუფე შიო მუჯირი - ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება
ამბებიწყარო: 1tv.ge

მეუფე შიო მუჯირი - ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება

23 ივლისი, 2022

erimedia_ravk/xiVO1UgVg.jpeg

საპატრიარქოში კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადესთან შეხვედრაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც შეხვედრაზე მეუფე შიომ აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება.

„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ახსენა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მოითხოვს გამხილვას და მე მისი ლოცვა-კურთხევით ძალიან მოკლედ შევეხები. ეს არის თემა, რომელზეც ადრეც იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობს საკმაო რაოდენობით ქართველობა და საკითხი ეხება ეპარქიის გახსნას, საქართველოს ეკლესიის ეპარქიის გახსნას, რომლის შესახებაც ჩვენ გვინდოდა დღეს საუბარი და ასევე დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსს, რომლის გარშემოც, როგორც იცით, წარმოიქმნა სერიოზული სირთულეები. იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, თქვენი ღვაწლით, თქვენი დიდი მეგობრობის წყალობით, ეს საკითხები მშვიდობიანად და ღვთის წყალობით მოგვარდება“, – განაცხადა მეუფე შიომ შეხვედრაზე.

საქართველოს საპატრიარქოში კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვედრა გაიმართა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო