მევლუთ ჩავუშოღლუ - ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ თქვენ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მევლუთ ჩავუშოღლუ - ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ თქვენ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში
ამბებიწყარო: 1tv.ge

მევლუთ ჩავუშოღლუ - ვაფრთხილებთ საბერძნეთს, თუ თქვენ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში

12 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/JQsRKXGVR.jpeg

თქვენ თუ დაიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, ეს არის გაფრთხილება საბერძნეთისთვის, – თურქული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ​საქარიას ბრძოლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე განაცხადა.

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მეზობლობის უფლებები ეგეოსის ზღვის ორივე ნაპირზე, საბერძნეთი კვლავ ცდილობს, გააგრძელოს მისი პროვოკაციები. თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს დღეს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში დემილიტარიზებული კუნძულების დაკავებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, გააკეთოს რაც საჭიროა, როცა ამის დრო დადგება. ამასთან, თურქეთის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის სანაპირო დაცვის ორმა გემმა ცეცხლის გაუხსნა ეგეოსის ზღვის საერთაშორისო წყლებში მცურავ გემს, რომელიც თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. ათენის განცხადებით, გემი არ დაემორჩილა საბერძნეთის სანაპირო დაცვის მოწოდებებს, რის გამოც მოხდა მისი დევნა და გამაფრთხილებელი გასროლის გაკეთება.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო