მევლუთ ჩავუშოღლუ - ვფიქრობთ, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები იმგვარად უნდა დავაბალანსოთ, რომ საქართველოსთვისაც მაქსიმალურად სასარგებლო იყოს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მევლუთ ჩავუშოღლუ - ვფიქრობთ, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები იმგვარად უნდა დავაბალანსოთ, რომ საქართველოსთვისაც მაქსიმალურად სასარგებლო იყოს
ამბებიწყარო: 1tv.ge

მევლუთ ჩავუშოღლუ - ვფიქრობთ, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები იმგვარად უნდა დავაბალანსოთ, რომ საქართველოსთვისაც მაქსიმალურად სასარგებლო იყოს

28 ივლისი, 2022

erimedia_ravk/Gzw817z4R.jpeg

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.

მისივე თქმით, მხარეებმა იაუბრეს საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე.

ამავდროულად, მევლუთ ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და ამ კუთხით მუშაობის გააქტიურებაზე.

„მაქვს პატივი, დღეს სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკაში ვუმასპინძლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ძვირფას კოლეგას, ბატონ ილია დარჩიაშვილს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან მან, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თურქეთის რესპუბლიკაში განახორციელა პირველი ოფიციალური ვიზიტი და მიხარია მისი მასპინძლობა. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ მას ჩემს ღრმა პატივისცემას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენი მეგობარი და კეთილმეზობელი ქვეყნის სახელით. თუმცა ეს არ არის ბატონ ილიასთან ჩემი პირველი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა პატივი, ერთმანეთს შევხვედროდით ნატო-ს სამიტის ფარგლებში მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი დღის შემდეგ და გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე.

გასულ წელს ჩვენ ვიზეიმეთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ასი წლისთავი, ხოლო წელს ასევე არის უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი. ჩვენ ვზეიმობთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში, როგორც პირისპირ, ისე შემდგომ დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ორი ქვეყნის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და მიგვეღწია გარკვეული შეთანხმებებისთვის.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქარველო-თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს.

მოგეხსნებათ, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ მასშტაბური და შთამბეჭდავია. მან გასულ წელს ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ჩვენი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა მიზნად დაისახეს, რომ წელს და უახლოეს მომავალში სავაჭრო ბრუნვამ გადააჭარბოს სამ მილიარდ დოლარს. ვფიქრობ, ამ მხრივ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა.

ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლების კუთხით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმი. ვფიქრობთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმი უფრო უნდა გააქტიურდეს და გარკვეული ცვლილებები შესაძლოა, იქნას შეტანილი, რათა გაიზარდის მისი სარგებლიანობა და ორი ქვეყნის ინტერესებისთვის მოხდეს უკეთესი შედეგების მიღწევა. ამ თვალსაზრისით უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ჩავატაროთ შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა. რასაკვირველია, როდესაც ვსაუბროთ სავაჭრო ტვირთბრუნვაზე, თუ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკონომიკური ურთიერთობები ორმხრივად სასარგებლო იყოს ორივე ქვეყნისთვის. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობთ, რომ თურქეთის სასარგებლოდ არის ამ მომენტისთვის უფრო სიტუაცია, მდგომარეობა და ვფიქრობთ, უნდა დავაბალანსოთ იმგვარად, რომ საქართველოსთვისაც მაქსიმალურად სარგებლიანი იყოს აღნიშნული ურთიერთობები. შესაბამისად, ვაპირებთ, რომ ამ მხრივ გავააქტიუროთ მუშაობა“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო