მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო
ამბებიწყარო: 1tv.ge

მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

17 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/3QKoQUmVg.jpeg

თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ისრაელში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენენ. „მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნაზე, ისრაელის მხრიდან ასევე მოვიდა პოზიტიური პასუხი ამ საკითხზე. მალე ჩვენი კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინება“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება ისრაელიც. პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები 2010 წელს გაუარესდა, როდესაც ისრაელის სპეცრაზმმა თურქეთიდან ღაზას სექტორისკენ მიმავალ გემზე ოპერაცია დაიწყო, რომლის დროსაც თურქეთის რვა მოქალაქე და თურქი წარმოშობის ერთი ამერიკელი დაიღუპა. ავტორი - სალომე თორაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო