მეხანძრე-მაშველი დიტო მულაძე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
მეხანძრე-მაშველი დიტო მულაძე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა
ამბებიწყარო: imedinews.ge

მეხანძრე-მაშველი დიტო მულაძე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა

20 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/DHpgsT7VR.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი, დიტო მულაძე ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში 30 წლიდან 40 წლამდე კატეგორიაში გამართულ ფინალურ ტურნირში დიტო მულაძემ ბრიტანელი სპორტსმენი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროს ლეიტენანტს სპორტული წარმატება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა პირადად მიულოცეს.

სამსახურის უფროსმა ვეტერან სპორტსმენს და მეხანძრე-მაშველ დიტო მულაძეს სამსახურის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ულოცავს სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროს ლეიტენანტს პოლონეთში გამართულ ტურნირში მიღებულ ოქროს მედალს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო