erimedia_ravk/5KAZEcBVg.jpeg

"მიბაძეთ ხატიას და დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა" - იაგო ხვიჩია

ამბები
"მიბაძეთ ხატიას და დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა" - იაგო ხვიჩია
ამბები

"მიბაძეთ ხატიას და დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა" - იაგო ხვიჩია

erimedia_ravk/5KAZEcBVg.jpeg
24 მარ

მიშას ნებისმიერმა მოყვარულმა „ნაცმა“ „ნაცმოძრაობა“ უნდა დატოვოს, რადგან მისი დაშლა არის მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების ყველაზე მოკლე გზა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამას ერთი წელია, ვამბობ და ამდენი ხანი აცდენენ ამ კაცს ციხეში, იმის გამო, რომ არ იშლებიან. მე მოვუწოდებ დაბეჯითებით, რომ მიბაძონ ხატიას და რაღაცნაირად „ქოცებს“ წავართვათ ეს მტრის ხატი, რაც „ნაცების“ სახით ჰყავთ. მე მაინც მჯერა, რომ არჩევნებამდე ვერ მივა „ნაცმოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილსაც მართლა მობეზრდება ციხეში ჯდომა და იფიქრებს იმაზე, როგორ შეიძლება, ისე წავიდეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან „ნაცმოძრაობა“, რომ არავინ დავზარალდეთ ამის გამო“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, პარტიიდან წევრების წასვლა შეუძლებელია, მერაბიშვილის გააქტიურების ფაქტორს უკავშირდებოდეს.

„„ნაცმოძრაობა“ რაც შეიქმნა, მგონი, მის მერე იყო მერაბიშვილი მანდ, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მერაბიშვილის ფაქტორმა ახლა რამე შეცვალოს. მანამდეც ხომ ცხადი იყო, რომ მერაბიშვილი იქ იყო. მე არ ვიცი, ეს რისი ბრალია. მგონია, რომ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სასიცოცხლო იდეა. ის არის მილევად რეჟიმში მყოფი პარტია, უბრალოდ, სანამ მიილევა, მანამდე სისხლს გვიშრობს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოყენებით, სინამდვილეში, საკუთარი მმართველობის შესანარჩუნებლად და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გასაგრძელებლად, ამიტომ არის აუცილებელი, რომ სწრაფად დაიშალონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო