erimedia_ravk/qpbPx1H4R.jpeg

მილანში საფეხბურთო კლუბ "მონცას" ფეხბურთელი დაჭრეს - სპორტსმენის მდგომარეობა მძიმეა

ამბები
მილანში საფეხბურთო კლუბ "მონცას" ფეხბურთელი დაჭრეს - სპორტსმენის მდგომარეობა მძიმეა
ამბები

მილანში საფეხბურთო კლუბ "მონცას" ფეხბურთელი დაჭრეს - სპორტსმენის მდგომარეობა მძიმეა

erimedia_ravk/qpbPx1H4R.jpeg
28 ოქტ

მილანში 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი პაბლო მარი დაჭრეს, იტალიური მედიის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პაბლო მარი სერია A-ს ბინადარ „მონცაში“ თამაშობს, თუმცა ლონდონის „არსენალს“ ეკუთვნის. ინციდენტი მილანის გარეუბანში სავაჭრო ცენტრთან მოხდა, პაბლო სავარაუდოდ, ფსიკიკური პრობლემების მქონე მამაკაცმა დანით დაჭრა.

46 წლის თავდამსხმელმა ფეხბურთელის გარდა კიდევ ოთხი ადამიანის დაჭრა. პაბლო მარის გარდა, ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი გარდაიცვალა. პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება შეძლო.

მონცას ფეხბურთელი მილანოფიორიში სავაჭრო ცენტრში მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. ფეხბურთელი ნიგუარდას ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პოლიციის განცხადებით, 46 წლის მამაკაცი წლების განმავლობაში მკურნალობდა, მას მძიმე დეპრესიული კრიზისი ჰქონდა. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ დანა, რომლითაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მაღაზიის თაროდან აიღო.

პაბლო მარი „მალიორკას“ აღზრდილია, 2016 წელს ის „მანჩესტერ სიტიმ“ გადაიბირა, თუმცა ძირითადად იჯარით სხვა კლუბებში თამაშობდა, შემდეგ ის ბრაზილიურ „ფლამენგოში“ გადავიდა, საიდანაც ისევ ინგლისში დაბრუნდა და „არსენალის“ ფეხბურთელი გახდა. ამ სეზონში მონცას რიგებში მას 8 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო