erimedia_ravk/0DFQfqYSg.jpeg

მიხაელ როთი - როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უხლოესი მოკავშირეა? კარგით, სცადეთ

ამბები
მიხაელ როთი - როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უხლოესი მოკავშირეა? კარგით, სცადეთ
ამბები

მიხაელ როთი - როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უხლოესი მოკავშირეა? კარგით, სცადეთ

erimedia_ravk/0DFQfqYSg.jpeg
14 მაი

როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უხლოესი მოკავშირეა? კარგით, სცადეთ, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქუჩაში დემონსტრაციას ახალგაზრდა თაობა მართავს და თუ ეს თაობა დაკარგავს თავის ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ამ ქვეყანას.

„ჩემი გზავნილი არის უბრალოდ კითხვა – ძვირფასო ამომრჩევლებო, გსურთ, რომ დაკარგოთ თქვენი შვილები, შვილიშვილები? იმიტომ, რომ სწორედ ახლა ქუჩაში დემონსტრაციას ახალგაზრდა თაობა მართავს და თუ ეს ახალგაზრდა თაობა დაკარგავს თავის ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ამ ქვეყანას. ჩვენ დიდად მივესალმებით მათ, ისინი არიან განათლებული, გამოცდილების მქონე, ნიჭიერი, ერთგული ევროპელები, თუმცა როგორ შეძლებთ თქვენ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უხლოესი მოკავშირეა? კარგით, სცადეთ. ვფიქრობ, ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის, ეს არის ჩემი გზავნილი და კითხვა ქუჩაში რიგითი ადამიანებისადმი. მე ვარ მუშათა კლასიდან და ზუსტად ვიცი, რა სურს ხალხს. მათ სურთ უსაფრთხო ცხოვრება, სურთ სამუშაო ადგილები, შვილებისთვის პერსპექტივა, უსაფრთხოება, მშვიდობა, თუმცა ამ გარემოებებში საკმაოდ რთულია ქვეყნის დაცვა, რადგან რუსული იმპერიის მადა, გადაგყლაპოთ თქვენ უკრაინის შემდეგ, უკიდურესად დიდია. და თუ თქვენ არ გჯერათ ჩვენი, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას, რაც გერმანელებმა დაუშვეს. ჩვენ არასრდროს ვუსმენდით პუტინს ყურადღებით, ჩვენ ზედმეტად გულუბრყვილო ვიყავით, ჩვენ არ ვუსმენდით ბალტიის ქვეყნებს, პოლონელებს და სხვებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყავით ასეთი გაკვირვებული, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო