მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო

ამბები/ წყარო: mes.gov.ge
მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო
ამბებიწყარო: mes.gov.ge

მიხეილ ჩხენკელი ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/MuK5n_nVR.jpeg

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, სტივენ ჯონსი ესწრებოდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრისას, მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის შემსწავლელი კურსის ამოქმედებაზე, რომელიც სტუდენტებს ქართული ენის შესწავლასა და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიეღოთ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრისთვის და ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების ხელშეწყობისთვის.

ჰარვარდის უნივერსიტეტში ვიზიტისას მიხეილ ჩხენკელი რეჟისორ, თათია სხირტლაძის ფილმის „დიდება დედოფალს“ ჩვენებას დაესწრო, რომელიც ქართველოლოგიის პროგრამის ეგიდით გაიმართა. ფილმი ოთხი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრეს.

ფილმის ჩვენების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებასთან გამოჩენილი ქართველი ქალი მოჭადრაკეების ღვაწლის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა მათ ასევე გააცნო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში, პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგნად შეისწავლება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ხელს უწყობს  სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო