მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა

14 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/rsq-u1iVg.webp

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) გახსნა, რომელსაც 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა. „ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომელსაც წელს განათლებისა და მეცნიერების რეგიონული მნიშვნელობის ჰაბი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი, ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სივრცეს. მოხარული ვარ, რომ დღეს 46 ქვეყნის 250-მდე მოსწავლეს სწორედ ამ ჭეშმარიტად ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ, სადაც ოლიმპიადის მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადა თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, ძალიან დიდი ასპარეზი იქნება. მსურს, მადლობა გადავუხადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზატორებს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ახალგაზრდებს, ასეთი მასშტაბური ტურნირის ფარგლებში, აქვთ შესაძლებლობა, გაიღრმაონ ცოდნა ასტროფიზიკის მიმართულებით და გაიუმჯობესონ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარები, რაც თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ახალგაზრდებს, თქვენი თაობა ნამდვილად უნიკალურია და მჯერა, თითოეული თქვენგანი გამორჩეულ მომავალს შექმნის. წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და ტურნირებზე. დარწმუნებული ვარ, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებთ. წარმატებებს გისურვებთ!“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. განათლების სამინისტროს ცნობით, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 14-დან 22 აგვისტოს ჩათვლით ტარდება. მათი ინფორმაციით, 2022 წელს ტურნირში მონაწილეობას 46 ქვეყნის, 250-მდე წარჩინებული მოსწავლე იღებს. „ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ოლიმპიადის საქართველოს ნაკრები გუნდი ფიზიკის ოლიმპიადებზე მოასპარეზე წარმატებული მოსწავლეებისგანაა დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ნაკრები გუნდის წევრობის კანდიდატებმა შესარჩევი ტური გაიარეს, რომლის შედეგების საფუძველზეც საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე შეირჩა. ოლიმპიადის ფარგლებში მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში განსაზღვრულ დროსა და პირობებში როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად იმუშავებენ თეორიულ ამოცანებზე და ჩართული იქნებიან დაკვირვებით სამუშაოებში. ყველა დავალება და ამოცანა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ორგანიზატორების მიერ არის შემუშავებული და დამოწმებულია თითოეული ქვეყნის გუნდის ლიდერების მხრიდან. საერთაშორისო ოლიმპიადის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც მედლები და სხვადასხვა ჯილდო გადაეცემათ. ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა 2007 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება და მასში მონაწილეობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები იღებენ. გლობალური პანდემიის შემდეგ ოლიმპიადა ჩვეულ ფორმატში პირველად საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება. 2020-2021 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, რთული ეპიდვითარების გამო, ონლაინ რეჟიმში ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო