მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების დეტალები განიხილა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების დეტალები განიხილა
ამბებიწყარო: 1tv.ge

მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების დეტალები განიხილა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/XNdIVUnVg.jpeg

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების დეტალებზე ისაუბრეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი მარკ ელიოტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა ვაკრო და ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში, საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის მნიშვნელობაზე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელებს, საქართველოს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. საუბარი ასევე შეეხო ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ფარგლებში, ქართული ენის შემსწავლელი კურსის ამოქმედებას, რომელიც მსურველებს ქართული ენის ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. მინისტრის თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების მიმართულებით.

თავის მხრივ, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს პირადად მიხეილ ჩხენკელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადეს, რომ დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განვითარების მიმართულებით. ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში, ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას.

პროგრამაში გათვალისწინებულია კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობს, რომელიც 40 წელზე მეტია, მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევებისა და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევარები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას. ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო