მიხეილ ყაველაშვილი - საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს
საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„გარემო მაინც ისეთია, რომ გარეშე დამოკიდებულებისგან ვერ ვითავისუფლებთ თავს და გგონია, რომ ის ისე თუ არ მოხდა, დავიღუპებით. პირველი რაზე უნდა ვიფიქროთ? ჩემი პირველი საფიქრალი არის ჩემი ქვეყნის ინტერესი და ჩემი ქვეყნის მდგომარეობა. პირდაპირ ჭორი, დეზინფორმაცია და რუსული ნარატივი უწოდა ჩვენს ფაქტებზე მოყვანილ წერილებს ქალბატონმა დეგნანმა - ეს ხომ შეურაცხმყოფელია? ამის გაგება საქართველოს მოსახლეობაში ნელ-ნელა გამჯდარია და ამაში ძალიან ბევრი ადამიანი ვგულშემატკივრობს. ჩვენ პირიქით ვსაუბრობთ, რომ ამ პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს ორმაგი სტანდარტი რას ნიშნავს? რას ნიშნავს, როცა თქვენი გადასახადებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას რევოლუციის მოწყობით ემუქრებიან?“, - განაცხადა ყაველაშვილმა.