მიხეილ სარჯველაძე - თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი - ცრუ ბრალდებები მოტივირებულია სააკაშვილის გულშემატკივრობით

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მიხეილ სარჯველაძე - თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი - ცრუ ბრალდებები მოტივირებულია სააკაშვილის გულშემატკივრობით
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მიხეილ სარჯველაძე - თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი - ცრუ ბრალდებები მოტივირებულია სააკაშვილის გულშემატკივრობით

11 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/a-j2CNiVR.webp

სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს, პოდოლიაკის მთელი ეს განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, ცრუ ბრალდებებს, როგორც ჩანს, მოტივირებულია სააკაშვილის გულშემატკივრობით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პოდოლიაკის ბოლო განცხადება ლოგიკის კანონზომიერებას ემიჯნება.

„გამოდის, რომ თავს უნდა დაგვესხას, უმძიმესი ბრალდებები წამოაყენოს და შემდეგ გაგვაკრიტიკოს, რომ ამასთან დაკავშირებით პასუხს ვითხოვთ. არავის, მათ შორის, ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება, ასე დაუსაბუთებლად რაიმე ბრალდება წამოაყენოს, თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში მაგალითად, პოდოლიაკი, რომელიც სინამდვილესთან შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე სურს. იგონებენ მითებს, ებრძვიან შემდეგ ამ მითებს და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. როცა არასერიოზულ ბრალდებებს აყენებს, შემდეგ ნუღარ უკვირს, რომ მიიღებს მკაცრ პასუხს, მითუმეტეს, ყველა პასუხი იყო გაცილებით მოზომილი და რბილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ვიდრე იმსახურებდა ასეთი განცხადებები. სანქციების დაწესების სურვილი ალაპარაკებს ტყუილებს ბატონ პოდოლიაკს. პოდოლიაკის მთელი ეს განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა სანქციებს, ცრუ ბრალდებებს, რეალურად როგორც ჩანს, მოტივირებილია სააკაშვილის გულშემატკივრობით და არაფრით სხვით. სასჯელი აქვს დაკისრებული ბატონ სააკაშვილს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებია, მათ შორის საზღვრის კვეთაზე, რაზეც არ მგონია დანაშაულებრივი ფაქტის არსებობაზე ორი აზრი არსებობდეს. მკურნალობის საკითხს რაც შეეხება, თუკი ვინმე იტყვის, რომ მკურნალობის ისეთი სერვისი სჭირდება, რომლის მიწოდებაც საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისვას საკითხი უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებით,"- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. როგორც მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არ არის. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას არ სურს ის უკრაინას გადასცეს, მაშინ შეუძლიათ მესამე ქვეყანას გადასცენ,რაც ჰუმანური დამოკიდებულება იქნება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო