erimedia_ravk/rX8mxhgSg.jpeg

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, როცა იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით უცხოეთიდან ფინანსდებოდეს, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას

ამბები
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, როცა იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით უცხოეთიდან ფინანსდებოდეს, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას
ამბები

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, როცა იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით უცხოეთიდან ფინანსდებოდეს, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას

erimedia_ravk/rX8mxhgSg.jpeg
21 აგვ

პარტიული ორგანიზაციების მეშვეობით უცხოური დაფინანსების გამოყენება კანონმდებლობით აკრძალულია. არ მგონია, რომ კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს, როცა იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით უცხოეთიდან ფინანსდებოდეს, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყოს.

როგორც სარჯველაძე ამბობს, როცა კითხვები ჩნდება, ამას შესაბამისი გამოკვლევა სჭირდება.

„არსებობს პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები იმავე სახელწოდებისა და იმავე პიროვნებებით დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან. ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკაში უცხოური დაფინანსება არ უნდა მონაწილეობდეს. პარტიული ორგანიზაციების მეშვეობით უცხოური დაფინანსების გამოყენება პირდაპირ აკრძალულია ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით. ამისთვის გვერდის ავლა როცა ხდება და არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნება, რომელიც შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით უცხოეთიდან ფინანსდებოდეს, მაგრამ, სინამდვილეში, პოლიტიკის სამსახურში დგას, არ მგონია, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო გამახვილებული ყურადღება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის პრაქტიკულად ზღვარი არამც თუ გაფერმკრთალებულია, არამედ, საერთოდ წაშლია.

კანონის მიხედვით, იკრძალება უცხო სახელმწიფოდან პოლიტიკის დაფინანსება. როდესაც ერთი და იგივე სუბიექტი გარკვეულ შემთხვევაში, ოპერირებს როგორც პოლიტიკოსი, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია - ასეთ დროს პოლიტიკოსები, რეალურად, დაფინანსებას უცხო სახელმწიფოსგან იღებენ.

თუ რელევანტური სახელმწიფო დაწესებულება სამართლებრივ კვალიფიკაციას შეისწავლის, შეაფასებს და საზოგადოება ინფორმირებული იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. სწორია, რომ კითხვა გაჩნდა და ამას სწორად გამოკვლევა სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელმა, დავით ჩიხელიძემ აუდიტის სამსახურს მიმართა, ოპერატიულ ვადებში შეისწავლონ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების რეგულირების საკითხი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო