მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესის დამაზიანებელია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესის დამაზიანებელია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესის დამაზიანებელია

3 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/p9jcEBkVg.webp

მიუხედავად ჩემი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებისა ნებისმიერ კანდიდატურასთან მიმართებით, კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისთვის დღეს არათუ მზად არ ვართ, არამედ ეს პროცესს დააზიანებს, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად განიხილება ომბუდსმენის პოსტზე თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. სარჯველაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე მსჯელობა. "ახლა რომ დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებზე ამით მე მგონი ყველაზე მეტად დავაზარალებთ პროცესს, რომელიც 12- პუნქტიანი გეგმის თანახმად უნდა წარიმართოს და პროცედურების გადახედვის და შეფასების მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება, თუ როგორ აჯობებს კანდიდატურის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად ოპტიმალური იქნება და ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს ფუნქციებს, რაც სახალხო დამცველს ეკისრება. წინასწარ კანდიდატურებზე საუბარი არის დამაზიანებელი პროცესის, რომელიც უნდა წარიმართოს 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. არ ვიცი ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ მიუხედავად ჩემი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ კანდიდატურასთან მიმართებით, დღეს კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისთვის არათუ მზად არ ვართ, არამედ პროცესს დააზიანებს, რადგან მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე ვიმსჯელოთ, თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთსო კანდიდატურა. მე არ მაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და რომც მქონდეს თავს შევიკავდებდი კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისგან", - განაცხადა სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურის შესახებაც.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო