erimedia_ravk/Ydq74Ce4g.jpeg

მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ახალი საჯილდაო ქვის შექმნას ცდილობს - მათი სურვილია არა საკითხის შესწავლა, არამედ პოლიტიკური პერფორმანსების გამართვა

ამბები
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ახალი საჯილდაო ქვის შექმნას ცდილობს - მათი სურვილია არა საკითხის შესწავლა, არამედ პოლიტიკური პერფორმანსების გამართვა
ამბები

მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია ახალი საჯილდაო ქვის შექმნას ცდილობს - მათი სურვილია არა საკითხის შესწავლა, არამედ პოლიტიკური პერფორმანსების გამართვა

erimedia_ravk/Ydq74Ce4g.jpeg
14 აგვ

"იმთავითვე ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს ვერტმფრენებმა ან დრონებმა დაიგვიანა. ვერტმფრენის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, აიხსნა ისიც, რომ ვერტმფრენის ადგილზე მისვლა ობიექტურად საჭირო დროზე უფრო ადრე რომ მომხდარიყო, ეს დამატებით რეზულტატის მოტანას ვერ გამოიწვევდა", - აღნიშნული განცხადება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, "შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ როცა 4 მეტრის სიმაღლის მასა ჩამოვიდა, მიწაზე მდგარი ადამიანი მასის ზედაპირზე ცოცხალი აღმოჩნდა".

"რაც იქ მოხდა, ყველამ კარგად იცის. დაახლოებით ხომ ვიცით, თუ რა სიმაღლის იყო ჩამოსული ღვარცოფის მასა იმ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. არ იყო არც ერთი და არც ორი მეტრი - გაცილებით მაღალი იყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთ დროს ადამიანები ამ მასის ზედაპირზე მოექცნენ და მათ იმ წუთას, მყისიერად შველა სჭირდებოდათ, იქ განვითარებული მოვლენების სწორი აღქმა არ არის. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია უზარმაზარ მასაზე, რომელმაც მიწაზე მდგარ ადამიანებს გადაუარა. ჩამოსული მასის განაპირა მხარეებში, სადაც მასა იმ დონის სიმაღლის არ იყო, როცა, მაგალითად, სახლის სიმაღლეს აჭარბებს, შეიძლება ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომ ვიღაც არ ჩაეფლო და არ დაიღუპა.

ასევე, ვერ წარმომიდგენია, რომ მთელს პერიმეტრზე იდენტური მდგომარეობა იყო და თავდაპირველად ადამიანი ამ მასის ზედაპირზე მოქცეულიყო და შემდეგ ჩაფლულიყო. ეს, ჩემი აზრით, ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში, სპეციალისტების განმარტებებსა და მოვლენის რეალურ აღწერას ვეყრდნობი", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციამ მის მიერ არჩეულ სტრატეგიაში, რომ სტიქიის პირველივე დღიდან დეზინფორმაციის გზით ევლოთ, მარცხი განიცადა და ახლა ამის გადაფარვასა და ახალი საჯილდაო ქვის შექმნას ცდილობენ.

სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მომხდარი ტრაგედიის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მხოლოდ ამ მოტივაციით არის გამოწვეული.

"გავითვალისწინოთ, რომ როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, ინიციატორებს, რომლებიც ასეთი მექანიზმის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდიან, შეიძლება კონკრეტული საკითხის შესწავლის სურვილი ამოძრავებდეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ეს შეიძლება სულ სხვა მოტივაცია იყოს და პოლიტიკური პერფორმანსების დადგმის სურვილს უკავშირდებოდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მეორე მოტივაციასთან გვაქვს საქმე - რეალურად მათი სურვილია არა საკითხის შესწავლა, არამედ, პოლიტიკური პერფორმანსების გამართვა და ამისთვის ხელოვნურად რაღაც ასპარეზების შექმნა. სხვა შემთხვევაში, ვერ აიხსნება თუ მართლა რაიმე კითხვა და გასარკვევი საკითხი აქვთ, რატომ არის აუცილებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა და რატომ არ შეიძლება იგივე საკითხზე სადეპუტატო კითხვების ან რომელიმე სხვა საზედამხედველო ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
Სარეკლამო
„პოლიტიკო“ - საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
მეტის ჩვენება
Სარეკლამო