მიხეილ სარჯველაძე - ყველას, ვისაც სურს, გახდეს სახალხო დამცველი, შესარჩევ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება, განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და იმედი მაქვს, შევძლებთ ყველაზე ოპტიმალური კანდიდატის არჩევას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
მიხეილ სარჯველაძე - ყველას, ვისაც სურს, გახდეს სახალხო დამცველი, შესარჩევ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება, განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და იმედი მაქვს, შევძლებთ ყველაზე ოპტიმალური კანდიდატის არჩევას
ამბებიწყარო: 1tv.ge

მიხეილ სარჯველაძე - ყველას, ვისაც სურს, გახდეს სახალხო დამცველი, შესარჩევ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება, განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და იმედი მაქვს, შევძლებთ ყველაზე ოპტიმალური კანდიდატის არჩევას

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/NJATum74g.webp

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის მიზნით, კანდიდატად წარდგენის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და ეს პროცესი 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისივე თქმით, პრაქტიკულად სრული კონსენსუსით შეთანხმდნენ წესებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პროცედურები ჩატარდება.

„ეს გულისხმობს შეფასების, შერჩევის პროცესს პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, კონსულტაციებს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობა, რომ გახდეს სახალხო დამცველი, შესაძლებლობა ექნება, პროცესში მონაწილეობა მიიღოს. ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, ვინც მიიჩნევს, რომ შეუძლია, იყოს საქართველოს სახალხო დამცველი, წარმოადგინოს განაცხადი და გაიაროს პროცედურები, რომლის მეშვეობითაც მოხდება შეფასება და შემდგომ კანდიდატების შერჩევა. დიდი იმედი მაქვს, ყველაზე მეტად ოპტიმალური კანდიდატის არჩევას შევძლებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი - თეონა მანაგაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო