მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს

17 აგვისტო,, 2022

erimedia_ravk/xxHTcUmVg.webp

მიზეზი შეთქმულების ძიებისთვის არ არსებობს - მარტივად დგას საკითხი: არიან დეპუტატები, რომლებიც თვლიან, რომ საკითხებზე, რომელიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ „ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების ბრალდებები „უგუნური, კონსპირაციული თეორიებია". რაც შეეხება ელჩის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ამბობს, რომ არ იცის, ვის წარმოადგენს აღნიშნული ოთხი დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ისინი “ქართული ოცნების” წევრებისგან განსხვავებით საჯაროდ საუბრობენ. “ვერ მივცემ თავს უფლებას კრიტიკული მოსაზრებები შემოგთავაზოთ, თუმცა საკითხის დასმა იმის შესახებ, ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი, რატომ გადაწყვიტეს ცალკე მოღვაწეობა - რათა საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ხედავენ. შესაბამისად, რატომ გაჩნდა კითხვა, არ მესმის. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები - სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დამოუკიდებლად მოქმედებისა, რომ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მიჩნეული იყო, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით. არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება იმიტომ, რომ ყველაფერი ღიად ითქვა იმაზე, ვის და პოზიციები აქვს”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს „უგუნურ, კონსპირაციული თეორიებს” უწოდებს. „არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, ვის წარმოადგენს, არ ვიცი რამდენად განსხვავდებიან ისინი მმართველი პარტიიდან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს აშშ-ის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები არის უგუნური, კონსპირაციული თეორიები, რომლებიც ფაქტებს არ ეფუძნება“, - განაცხადა ელჩმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო