მიხეილ სარჯველაძე: კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა, პროცედურების მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვა, არჩეული უნდა იყოს საუკეთესო კანდიდატი

ამბები/ წყარო: imedinews.ge
მიხეილ სარჯველაძე: კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა, პროცედურების მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვა, არჩეული უნდა იყოს საუკეთესო კანდიდატი
ამბებიწყარო: imedinews.ge

მიხეილ სარჯველაძე: კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა, პროცედურების მაქსიმალურად ეფექტიანად წარმართვა, არჩეული უნდა იყოს საუკეთესო კანდიდატი

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/00LaywWVg.jpeg

კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის არჩევა და პროცედურების მაქსიმალური ეფექტიანად წარმართვა, ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში დღევანდელი შეხვედრის მიზანია, გაიგონ პარტნიორების მოსაზრებები, თუ როგორია მათი ხედვა, აღქმა იმ სტანდარტების ირგვლივ, რომელიც დაცული უნდა იყოს.

„ვიმსჯელებთ, როგორია საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტები. ამის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გვესახება სახალხო დამცველის არჩევა ჩართულობით, მაქსიმალური ეფექტიანობით პროცედურების წარმართვა. პროცესის შედეგად საუკეთესო კანდიდატი უნდა იყოს არჩეული. ეს თანამდებობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, ინტერესი მაღალია. დღევანდელი შეხვედრის ფუნქციაა, რომ გავიგოთ, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები და როგორია მათი ხედვა, აღქმა იმ სტანდარტების ირგვლივ, რომელიც დაცული უნდა იყოს. ალბათ, ამ შეხვედრის ძირითადი დანიშნულება ისაა, რომ გავიგოთ, დამოკიდებულება და პოზიცია. არასამთავროებს პროცედურა როგორ ესახებათ, ეს ჯერ კარგად გასაგები არ არის. ჩვენი მიზანია, რომ სრულად გავიგოთ, როგორია საკითხით დაინტერესებული საზოგადოების, პოლიტიკური ორგანიზაციების ხედვა. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოზიციები. ამის შემდეგ შეგვეძლება პროცესის ისე დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს. პირველ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა, რომ ცალკეული ორგანიზაციების რომელიმე შეხედულება არის უალტერნატივო. მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს საზოგადოებრივ ჩართულობას. ამას სჭირდება სწორად დაგეგმვა და ამ მიზანს ისახავს ეს შეხვედრაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო